Tuesday, December 22, 2009

სიცოცხლის ელექსირი


1.პროექტის სახელი: სიცოცხლის ელექსირი
















პროექტის მოკლე აღწერა 1 -2 წინადადებით:
პროექტის მონაწილენი სწავლობიანთ რეგიონში გავრცელებულ სამკურნალო მცენარეებს,მათ სამკურნალო თვისებებსა და გამოყენების თავისებურებებს.

პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეები სწავლობენ თავიანთ რეგიონში გავრცელებულ სამკურნალო მცენარეებს, მათ თვისებებს და გამოყენებას.მოსწავლეები ვიდრე მცენარეთა შეგროვებას შეუდგებოდნენ უნდა შეეძლოთ დასამზადებელი სახეობების გამოცნობა.იცოდნენ თუ მცენარის რომელი ნაწილია სამკურნალო ნედლეული,მისი შრობის,ტრანსპორტირებისა და შენახვის წესები,აუცილებლად უნდა იცოდნენ მცენარის გავრცელების არეალები,ზრდა-განვითარების პერიოდები და დამზადების ვადები.ნედლეულის დამზადებისას მათ უნდა ახსოვდეთ ბუნების დაცვისა და ეკოლოგიური პრობლემების შესახებ.მოსწავლეებმა უნდა მოაწყონ შეხვედრები არჩეულ რეგიონში 100 რესპოდენტთან 18-80 წლამდე.მათ შორის "მოხუცებულთა თავშესაფარში"ინტერვიუების აღების მიზნით შეავსონ ანკეტები შემდეგი კითხვების მიხედვით:
*რა ვიცით სამკურნალო მცენარეების შესახებ?
*რომელი სამკურნალო მცენარეებია გავრცელებული აღნიშნულ რეგიონში?
*რომელი დაავადების სამკურნალო გამოიყენება თითოეული მცენარე?
*განსაზღვრე რა დამოკიდებულება არსებობს საზოგადოებაში სამკურნალო მცენარეების მიმართ?
*სახელმწიფო კანონმდებლობით დაცულია თუ არა სამკურნალო მცენარეების უსაფრთხოება?
*მოიძიე ინფორმაცია ძველი ქართული ხალხური მედიცინის შესახებ.
*მიმართე "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-საქართველოს მეგობრები"არასამთავრობო ორგანიზაციას.

მონაწილეთა ასაკი:13 -17 წელი.

ვადების ხანგრძლივობა:-2-3 თვე.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მოსწავლეები გამოიმუშავებენ ჯგუფური მუშაობის უნარს, ისწავლიან ინტერვიუების აღების მეთოდებს, ასევე მიზნის მიღწევის გზების ძიებას.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:ფოტოალბომების და პრეზენტაციების მოწყობა,ვებ-ბლოგებისა და ჰერბარიუმების შექმნა.


სასარგებლო სხვებისთვის:მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას სამკურნალო მცენარეების შესახებ,გაეცნობიან
მცენარის შეგროვებისა და შენახვის წესებს,ისე რომ არ გამოიწვიონ მარაგის გაჩანაგება და მიღებული ცოდნა გაუზიარონ თავის რესპოდენტებს.შეგროვილი მცენარეები კი გადასცენ "მოხუცთა თავშესაფარს",რათა საჭიროების მიხედვით გამოიყენონ და სითბო და სიყვარული გაუნაწილონ მათ.

სამუშაო ენა:ქართული

მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

საგნებთან/საგანთა ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:გეოგრაფია,ქიმია,ისტორია,ხელოვნება,ეკოლოგია.

პროექტის ფასილიტატორი: ნანი ნინიკაშვილი

ფასილიტატორის ელ. ფოსტა:nanininikashvili@gmail.com

პროექტის ფორუმი:

ვებ ბლოგი:naninini.blogspot.com